logo
ENG



ზელენსკი EU-ის სამიტზე სიტყვით გამოვა, მან პარტნიორებს "გამარჯვების გეგმა" უნდა წარუდგინოს

15 ოქტ 202400:48
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/15/1a6uzx329hwkniu.jpg

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 17-18 ოქტომბერს ევროპული საბჭოს სამიტზე სიტყვით გამოვა. როგორც ცნობილია, მან ევროკავშირის ლიდერებს უკრაინის "გამარჯვების გეგმა" უნდა წარუდგინოს.

ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ ამ კვირაში პარტნიორებს გეგმას წარუდგენს, თუმცა არ დაუკონკრეტებია - რა ფორმატში.

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერმა სერგეი ნიკიფოროვმა ზელენსკის სიტყვით გამოსვლის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა და აღნიშნა ისიც, რომ გამარჯვების გეგმა საჯაროდ იქნება წარდგენილი.

ევროპული ტურნეს ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის გამარჯვების გეგმა გააცნო იტალიის პრემიერმინისტრ ჯორჯია მელონს და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს.

მანამდე კი, ზელენსკი დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდა, სადაც პრემიერმინისტრ კირ სტარმერს შეხვდა და უკრაინის გამარჯვების გეგმა წარუდგინა.


close დახურვა